W Magazine თბილისს სტატიას უძღვნის, სადაც ქალაქის ბევრ ფოტოსაც შეხვდებით. მოდური საიტის სტატიის სათაური ასეთია- როგორია ცხოვრება თბილისში, აღმოსავლეთის ყველაზე მაგარ ქალაქში".
,,რა ამაღელვებელია, როცა ქალაქი საკუთარ გულისცემას გრძნობს. პარიზული , 20იანი წლების ავანგარდი, 50იანი წლების ბიტნიკები სან ფრანცისკოდან, დასავლეთ ბერლინელები 90იანი წლებიდან ... ახლა კი თბილისის დრო დადგა! ძალიან მაგარი ქალაქი, რომლის შესახებ ალბათ ჯერ არ გსმენიათ. აზერბაიჯანს, რუსეთს, სომხეთსა და შავ ზღვასთან ახლოს მყოფმა საქართველომ, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, განვითარდა და კულტურული აღზევების გზაზე დგას, მისი ტექნო–კლუბებითა და მუზეუმებით, ან კულინარიით. თბილისი ასეთი გარდაქმნის პროცესშია, კრეატიული არტისტებისა და მათი სტუმრობის წყალობით.
ფოტოგრაფი ჟულიენ ბუდე, Mercedes Benz Fashion Week Tbilisi– ის ფარგლებში თბილისს წლების მანძილზე სტუმრობდა და არაერთი საინტერესო ფოტო გადაიღო.“- წერია სტატიაში.