შემოდგომის ბუნებას მრავალი ფერით ამშვენებს, რამდენიმე ქვეყანასა და ქალაქში კი ფოთოლცვენის ფერადოვნება, ყოველ სეზონზე განსაკუთრებულ კამუფლაჟად იქცევა.
National Geographic–მა მოგზაურობის მოყვარულებს 10 გამორჩეული ლოკაცია გააცნო, სადაც შემოდგომის სრული მშვენიერების შეგრძნობა შესაძლებელია.
8.
Sonoma County, California
ფოთოლცვენა სონომაში ბუნების შესანიშნავი პეიზაჟია, აქ შეძლებთ სონომას ველებს გაჰყვეთ და ფერადი ფოთლებით აჭრელებული ლანდშაფტის სილამაზით დატკბეთ. ,
7.
Northern New Mexico
აქ მომაჯადოებელი სურათია შემოდგომის მინდვრებისა და ტყის სტუმრობა, გვიან სექტემბერსა და ოქტომბერში.
6.
Holmes County, Ohio
ოჰაიოს ცენტრში მრავალფეროვანი ჯიშის ხეები ვიწრო გზებს გადმოჰყურებს, რომელიც ფერადი ფოთლებით იბურება.
5.
Gaspé Peninsula, Quebec, Canada
ნეკერჩხლი ფოთლები განსაკუთრებული წითელი შეფერილობით აფორმებს კვებეკს, კანადას, რომლის დროშაზეც სწორედ ნეკერჩხლის ფოთოლია გამოსახული.
4.
Douro Valley, Portugal
ეს ადგილი შემოდგომის დადგომისას წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ტონებით ფერადდება.
3.
Bavaria, Germany
ფერადი ფოთლებით ბავარია თოვლით შეთეთრებული მთების ფონზე კიდევ უფრო თვალისმომჭრელია.
2.
Transylvania, Romania
ტრანსილვანიაში შემოდგომის შემოჭრა ბაცი ტონალობის შუასაუკუნეების კოშკებს აფერადებს.
1.
Kyoto, Japan
იაპონიაში ფოთოლცენის ყურებით ტკბობის ტრადიცია სახელწოდებით ,,კოიო“ აქვთ, ამისთვის განსაკუთრებული ადგილი ჰონშუა.