ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ჰელოუინის წვეულებას 7 თვის შვილთან, ლეასთან ერთად ესტუმრნენ. რუსმა მოდელმა დღესასწაულისთვის ქალი-კატას კოსტიუმი მოირგო, პატარა კი ანგელოზის იმიჯით შემოსა. ბრედლის ცნობა საერთოდ შეუძლებელი იყო: მსახიობი საზოგადოების წინაშე გორილას სამოსით წარსდგა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ლეამ წვეულებით ძალიან ისიამოვნა.
ირინასთან და ბრედლისთან ერთად, ჰელოუინი ქეით ჰადსონმა აღნიშნა. ახალბედა მშობლები ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან.