ბრენდმა Miu Miu საკრუიზო კოლექციისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ელ ფენინგი, დოუთზენ კრუზი და ჯოან სმოლსი იღებენ. ფოტოები საფრანგეთში, მონლერის ავტოდრომზეა გადაღებული, მოდელებიც ადგილის შესაბამისად არიან გამოწყობილები - ფერადი კომბინიზონები, ავტომექანიკოსების მსგავსი შარვლები, ბრჭყვიალა ქვებით მორთული ლაქის ქურთუკები და ვარდისფერი პალტო.
ბრიტანელი ფოტოგრაფის ალასდერ მაკლელანის მიერ გადაღებულ სარეკლამო კამპანიას სახელიც ფოტოსესიის შესაბამისად აქვს შერჩეული - All I Wanted was a Car.
Miu Miu-ს საკრუიზო კოლექციის ჩვენება პარიზში Automobile Club de France-ის შენობაში გაიმართა: 1905 წლეს, სწორედ აქ გაჩნდა ცნობილი საავტომობილო რბოლის „ფორმულა-1“-ის შექმნის იდეა.