ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ჰელოუინისთვის შეთანხმებულად გამოეწყვნენ: წყვილმა "მარველის" კომიქსების პერსონაჟები განასახიერა. 22 წლის სუპერმოდელი "შავი კატას" იმიჯით, ზეინი კი ადამიანი ობობას ჩაცმულობით მოგვევლინა. ამ წლის ჰელოუინზე შეთანხმებულ კოსტიუმებში ბევრი ვარსკვლავური წყვილი ვიხილეთ, თუმცა ჰადიდი და მალიკი უპირობო ლიდერები აღმოჩნდნენ. ფელიცია ჰარდის იმიჯისთვის ჯიჯიმ ტყავის კომბინიზონი, ბათინკები, ხელთათმანები და პარიკი მოირგო. "ადამიანი ობობას გოგონა ბედნიერ ჰელოუინს გისურვებთ"-დაწერა მოდელმა.