გუშინ საღამოს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ბიორკი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა.
წარმატებული კონცერტის შემდეგ ისლანდიელმა მუსიკოსმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე კონცერტზე მისულ სტუმრებს მადლობა ქართულად დაწერილი ტექსტით გადაუხადა, თან კი გუშინ გადაღებული ფოტო დაურთო, სადაც მას ქართველი ფოტოგრაფისა და დიზაინერის - ირმა შარიქაძის ბრენდის თმის აქსესუარი ამშვენებს.
თბილისში ბიორკი 12-კაციან გუნდთან ერთად ჩამოვიდა. უკვე მეორედ კი, 3 ნოემბერს 21:00 საათზე არტისტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარდგება მაყურებლის წინაშე.