Victoria’s Secret -მა განაცხადა, რომ წლევანდელ შოუზე, რომელიც შანხაიში გაიმართება, საპატიო პატივს ბრაზილიელ მოდელს, ლაის რიბეიროს მიანიჭებენ. მოდელი ყველაზე მნიშვნელოვან თეთრეულს, Fantasy Bra-ს მორგებს. ბრენდთან თანამშრომლობა გოგონამ 2010 წელს დაიწყო, 2015 წელს კი "ანგელოზის" სტატუსი მოიპოვა.
"Victoria’s Secret-ის შოუ იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალები მონაწილეობენ. ბრენდი გვაჩვენებს, რომ შესაძლოა სხვებისგან განსხვავებული იყო, მაგრამ ეს ნორმალურია."-განაცხადა რიბეირომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მოოქროვილი ბიუსჰალტერის ღირებულება 2 მილიონი დოლარი იქნება. ეს ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული თეთრეული არაა. სხვადასხვა დროს სუპერმოდელებმა რეკორდული ღირებულების ბიუსჰალტერები წარმოადგინეს: 2001 წელს ჰეიდი კლუმმა 12 მილიონიანი, 2000 წელს ჟიზელ ბუნდჰენმა 15 მილიონ დოლარიანი, 2013 წელს კი ქენდისი პოდიუმზე 10 მილიონი დოლარი ღირებულების ბიუსჰალტერით წარსდგა. წინა წელს, ის ჟასმინ ტუკსმა წარმოადგინა:
წლევანდელი შოუ შანხაიში 28 ნოემბერს ჩატარდება. მისი ტრანსლაცია მსოფლიოს 190 ქვეყანაში მოხდება.
ლაის რიბეიროს გამოსვლები შოუზე: