ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარ ურთიერთობას არ მალავენ, მაგრამ Vanity Fair-ის ყდაზე მათმა გამოჩენამ მაინც ბევრის გაოცება გამოიწვია. მარიო ტესტინოს მიერ გადაღებული ფოტოები საკმაოდ სექსუალური და მიმზიდველი გამოვიდა.
"მას ჩემი საოცრად ესმის. ვფიქრობ, მის მსგავსად ვერავინ გამიგებდა. მეც უსიტყვოდ ვუგებ."-გამოტყდა ჯენიფერი ალექსზე.
ერთმანეთი 12 წლის წინ გაიცნეს, მაგრამ მაშინ მათი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული იყო.
"ეს ის მომენტია, როცა გრძნობ, რომ რაღაც უნდა გააკეთო. მე შემეძლო შეუმჩნევლად ჩამევლო, მაგრამ მაინც მივედი მასთან და მივესალმე".
ჯენიფერი ამ დროს "ლურჯი ელფერის" გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. ალექსმა მას კომპლიმენტი უთხრა და შეაქო.
მომღერალი პირველ პაემანსაც იხსენებს: "მას თეთრი პერანგი ეცვა, ძალიან თავდაჯერებულად და მამაკაცურად გამოიყურებოდა და ბევრს საუბრობდა. ვხვდებოდი, რომ ნერვიულობდა, რადგანაც მკითხა დალევა მსურდა თუ არა. ვუპასუხე, რომ არ ვსვამ. თავად კი რაიმე მსუბუქი სასმლის შეკვეთისთვის ნებართვა მთხოვა. ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ეს სასიამოვნოდ მომეჩვენა."
ვარსკვლავი ასევე ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ისინი ერთმანეთს სათანადო მომენტში შეხვდნენ: ორივე მათგანი ჩამოყალიბებული იყო როგორც პიროვნება, კარიერაში მიღწეული ჰქონდათ წარმატებისთვის და სერიოზული ურთიერთობისთვის უკვე მზად იყვნენ.
წყვილი ახლო მომავალში ერთად ცხოვრებას გეგმავს.