Victoria’s Secret-ის ტოპმოდელები საშობაო კოლექციის კატალოგისთვის გადაიღეს. სარეკლამო კამპანიას სახელად Champagne Nights-ს ეწოდა. ფოტოსესიაში მონაწილეობა ბრენდის "ანგელოზებმა მიიღეს: ჟასმინ ტუკსმა, სარა სამპაიომ, ტეილორ ჰილმა, ჟოზეფინ სკრივერმა, რომი სტრიჯმა და სტელა მაქსველმა. გოგონებს თეთრი, შამპანურის ტონალობის სამოსი აცვიათ, რომელიც მაქმანებითაა გაფორმებული და კორსეტებსა და ბოდეებს წარმოადგენს.
საშობაო კოლექციას სუნამო Bombshell Nights და ტანის ლოსიონი მოჰყვება. ბრენდის ონლაინ მაღაზიებში ამ კომპლექტის ყიდვას დაახლოებით 55 დოლარად უკვე შეძლებთ.