ცნობილი ბრენდების კაბები ხანდახან იმდენად პოპულარული ხდება, რომ მათ ბევრი ვარსკვლავი ლამაზმანი ირგებს. "დიორის" ამ კაბამ ისეთი ქალბატონების აღტაცება გამოიწვია, როგორებიც არიან ბელა ჰადიდი, როუზ ლესლი და ნინა დობრევი. ყველაფერი სუპერმოდელი ბელა ჰადიდით დაიწყო. 2016 წლის 25 ოქტომბერს, "დიორის" წვეულებაზე ბელას კაბის ხორცისფერი მოდელი ეცვა.
ამის შემდეგ, ნინა დობრევმა მსგავსი კაბა, ოდნავ განსხვავებული ტონალობით, წლევანდელი ოსკარის წვეულებაზე მოირგო.
კიტ ჰარინგტონის საცოლეს კი ამ წლის 9 აპრილს ლონდონის როიალ ალბერტჰოლში კაბის წითელი მოდელი ემოსა.