ჯიჯი ჰადიდი 22 წლის ასაკში Vogue-ს გარეკნებს აქტიურად იპყრობს და მათ ფოტოსესიებშიც ხშირად ჩნდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა Vogue-ის ფოტოობიექტივის წინ ის პირველად 5 წლის ასაკში გამოჩნდა. 17 წლის წინ, შემთხვევით ფრანგული Vogue-ს ფოტოსესია ჩაშალა. მოდელმა შემთხვევით აღმოჩენილი ფოტო სოციალურ ქსელში ხალისით გამოაქვეყნა.
ფოტოზე პატარა ქერა ჯიჯი მოდელის წინ დგას და ფოტოგრაფს უყურებს, ხელში კი ეიფელის კოშკის პატარა ქანდაკება უკავია.