ქეთი ჩხიკვაძე თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, ქართველი მაყურებლის წინაშე 28 ოქტომბერს წარსდგა. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია სავსე იყო ნათელი ფერებითა და პრინტებით. "ქეთი ჩხიკვაძეს შეუძლია უბრალო ნივთი განსაკუთრებული გახადოს და ამას ერთი უბრალო დეტალით ახერხებს - ამიტომაც უყვართ მოდის მიმდევრებს"-წერს რუსული Vogue ქართველ დიზაინერზე. კოლექცია მრავალფეროვანი ფორმის კოსტიუმებით, კაბებითა და ვიწრო შარვლებით იყო დაკომპლექტებული.