თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნა. ქართველმა დიზაინერმა უპირატესობა შავ და თეთრ ფერებს მიანიჭა და საკუთარი ხელწერა სპეციალური ქსოვილებით და ფორმებით გამოხატა. კოლექციას საქმიანი ქალის ჩაცმულობა შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც საღამოს წვეულებაზე მედიდურად მიემართება. ამას ფონად გაჟღერებული მონოტონური მუსიკა უწყობდა ხელს, რომელიც თითქოს მოდელების მოძრაობას უფრო ნელს და გამოკვეთილს ხდიდა. ლაშა ჯოხაძემ კაბების მოხაზულებებში ქალის გამომწვევი ხასიათი გამოკვეთა. აღსანიშნავია, რომ პოდიუმზე თაკო ჩხეიძეც ვიხილეთ, რომელიც პომპეზური შავი კაბით მოგვევლინა. კაბის ფორმა სილუეტს დიდი ზომის ოქროსფერი ქამრით გამოკვეთდა.
ფოტოგრაფი: ლევან ვერძეული