ეს იყო ზაფხულის ყველაზე მოღრუბლული დღე... მას ცოტაოდენი მზის სინათლე სჭირდებოდა და აი ისიც! მომხიბვლელი კლაუდია რომის ქუჩებში გამოჩნდა. ფოტოგრაფმა არტურ ელგორტმა 1994 წელს, ამერიკული Vogue-სთვის სუპერმოდელი იტალიის დედაქალაქში გადაიღო. ფოტოსესია ცნობილი ფილმით "რომაული არდადეგებით" იყო შთაგონებული, რომელშიც ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი თამაშობს.
ლამაზმანს პასტელური ფერების კაბები შეურჩიეს: ვარდისფერი, ყვითელი და თეთრი.