რუსული ELLE ანუკი არეშიძის სტილის შესახებ წერს და მას მელანია ტრამპსა და ბრიჯიტ მაკრონს უპირისპირებს, როგორც პოლიტიკოსის ყველაზე მოდური მეუღლეს.
"საქართველოში დიდი ხანია მისი სახელი ცნობილია, ის საკუთარი ბრენდის ANOUKI–ს დიზაინერია და მოდის სფეროს გამორჩეული ფიგურაა. მას ინსტაგრამზე 165,000 გამომწერი ჰყავს და რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. ის წარმატებით ახერხებს, შეათავსოს თბილისსა და მილანში ჩვენებების გამართვა და სამი ვაჟის აღზრდა"
ანუკის უყვარს ტანსაცმელებისა და აქსესუარების გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტები და არ აშინებს მკვეთრი ფერები, ფაქტურა თუ ექსტრავაგანტული სამოსი.“– წერს ELLE და ქართველი დიზაინერის ყველაზე გამორჩეული იმიჯის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.