სოციალურ ქსელებში კიტ ჰარინგტონის ახალი ფოტოსესია გამოჩნდა, რომელმაც მსახიობის გულშემატკივრები ძალიან გაახარა. ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი შეინა ლევენდერაა. ფოტოსესია ქსავიე დოლანის პირველ ინგლისურენოვან, ახალ ფილმს ეძღვნება, რომელიც ლონდონშია გადაღებული. ფილმში კიტი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
რაც შეეხება სიუჟეტს, ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სიუჟეტი ახალგაზრდა მსახიობის ჯონ დონოვანის გარშემო ტრიალებს, რომელსაც აქტიური მიმოწერა აქვს 11 წლის ბიჭთან. თუმცა ეს მხოლოდ ჯონის სიკვდილის შემდეგ გახდება ცნობილი.
რა ტიპის მიმოწერაზეა საუბარი და კიდევ რომელი პერსონაჟები გამოჩნდებიან ფილმში ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
ფილმს Boy Erased ჰქვია და მისი პრემიერა 2018 წელს იგეგმება.