მოსკოვში, მოდის კვირეულის 38-ე სეზონის ფარგლებში ქეთა თოფურიას ბრენდის, KETIone-ის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენების ვარსკვლავი მომღერლის ორი წლის ქალიშვილი ოლივია გახდა. გოგონა დედას მუზა იყო და პოდიუმზეც მხარი დაუჭირა. მათმა საერთო გამოსვლამ მაყურებელში აღტაცება გამოიწვია.
თოფურიას ახალი კოლექცია ნათელ ფერებს მოიცავს: წითელს, ყვითელსა და ნარინჯისფერს. ხაზი ბუნებრივი ქსოვილებით იყო სავსე: "ავანგარდული იმიჯის მიზანი იყო ისეთი სამოსის შექმნა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობდი. ის შენი მეორე კანი უნდა გახდეს."-აღნიშნა თავად დიზაინერმა.