ქართული ბრენდი MACH&MACH საქართველოს ფარგლებს გასცდა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დიდ წარმატებებს აღწევს. მათი ტანისამოსით თავს ბევრი ცნობილი ქალბატონი იწონებს, მათ შორის კეტი პერი და სარა სამპაიო. მილანის მოდის კვირეულზე ნინა და გვანცა მაჭარაშვილები იტალიური Vogue-ს შერჩევით, ამერიკული Vogue-ის რედაქტორის, ანა ვინტურს შეხვდნენ. ამჯერად, ქართველმა დიზაინერებმა კოლექცია რუსულ რუსულ Mercedes Fashion Week-ზე წარადგინეს. კოლექცია ელეგანტური კაბებისა და პალტოების ნაზავს მოიცავდა.