ყველასთვის ნაცნობია, რომ სელენა გომესი და დემი ლოვატო თინეიჯერობის წლებში ახლო მეგობრები იყვნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გოგონებს ურთიერთობა გაუფუჭდათ. ახლახან, InStyle-ის წვეულებაზე მომღერლები ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ და ერთად ფოტოები გადაიღეს.
თუმცა, მეგობრების გაერთიანებაზე მეტად, ინტერნეტში სელენას ჩაცმულობას განიხილავენ. შავ კაბას ვარსკვლავმა მეტად უცნაური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.