თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იწყება! მოდური ღონისძიება 27-30 ოქტომბერს გაიმართება. კოლექციის ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს.
თბილისის მოდის კვირეულს 27 ოქტომბერს ლაშა ჯოხაძე გახსნის. 4-დღიანი პროგრამა 20-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს. კვირეულზე ჩვენებას ქართველი დიზაინერები ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA გამართავენ. ხოლო უცხოელი დიზაინერებიდან MIRO-ს, ZLATOTSVETA PETROVA-ს, SAYYA-ს, DIANA ARNO-ს და BARABAS-ს ვიხილავთ. 30 ოქტომბერს, ლეღვთავხევში, მოდის კვირეულს გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაასრულებს, რომელსაც ტრადიციულად SOLO წარმოადგენს.
ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party რადისონის სურფეის ბარში, Weekend Maxmara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე ლინვილში, Martini reception ივერია კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია რადისონის ოქსიჯენ ბარში და Musia’s Lips for TFW ლოლიტაში. კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.
თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, მათ შორის, ბრიტანული იტალიური, უკრაინული და რუსული Vogue.