ადრე, ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე აუცილებლად კაბით ვხედავდით. ახლა კი მოდის მოყვარულები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ თამამ გადაწყვეტილებას და ექსტრავაგანტურ სამოსს ირგებენ.
#1 შორტები
თამამი ვარსკვლავები რისკავენ და წითელ ხალიჩაზე მოკლე შარვლებს იცვამენ. ამ სამოსს კი ასაკი არ აქვს: მას ახალგაზრდა კენდალ ჯენერიც და 46 წლის ჯენიფერ კორნელიც ირგებს.
#2 კომბინიზონები
კომბინიზონს ბევრი ცნობილი ლამაზმანი ირჩევს და მას სხვადასხვანაირად ირგებს.
#3 კაბა სმოკინგი
წვეულების კაბის ყველაზე ეფექტური ალტერნატივა სწორედ ამგვარი სამოსია - გოგონა მამაკაცის სამოსში.
#4 წვრილი შარვალი
გრძელი ფეხების მფლობელები მათ კაბის ქვეშ არ მალავენ. ლამაზმანები წითელ ხალიჩაზე, ძირითადად ტყავის შარვლებს ანიჭებენ უპირატესობას.
#5 ტოპები
თუ დროს სპორტდარბაზში ატარებთ, მაშინ იდეალური პრესის ჩვენება წითელ ხალიჩაზეც მოგინდებათ. ამ თამამი გადაწყვეტილებისთვის ბევრი ვარიანტი არსებობს.