Vogue-მა ყოველკვირეული გაზეთის სახით 1892 წელს დაიწყო გამოცემა. მას შემდეგ, ჟურნალმა ბევრი ცნობილი მოდელის კარიერა შეცვალა. 1988 წელს ანა ვინტური ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდა და გამოცემას ახალგაზრდა მკითხველი შესძინა.
#7 ჟიზელ ბიუნდჰენი
11 ყდა
ბრაზილიელი სუპერმოდელი Victoria's Secret-ის გამორჩეული ანგელოზი იყო და დღემდე ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად რჩება.
#6 ემბერ ვალეტა
16 ყდა
ვალეტა პირველად ყდაზე 18 წლის ასაკში მოხვდა. შემდეგ კი წარმატებული სამსახიობო კარიერა მოიწყო.
#5 კლაუდია შიფერი
16 ყდა
1990იანებში გერმანელი სუპერმოდელის კარიერა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
#4 სინდი კროუფორდი
18 ყდა
1995 წელს სინდი კროუფორდი ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელეს.
#3 ჯენ შრიმპტონი
20 ყდა
ინგლისელმა მოდელმა კარიერა 1960 წელს დაიწყო. მოკლე ქვედაბოლოების მოდაში დამკვიდრება ნაწილობრივ ჯენის დამსახურებად ითვლება.
#2 კარენ გრეჰემი
მოდელობა 1969 წელს დაიწყო და ყდაზე პირველად 1970 წელს გამოჩნდა.
#1 ლორენ ჰატონი
26 ყდა
კარიერის პიკზე, ლორენი ყველაზე მაღალანაზრაურებადი მოდელი იყო. წელს, მან სილამაზის სტერეოტიპი დაამსხვრია და და კელვინ კლაინის სარეკლამო კამპანიაში 73წლის ასაკში გამოჩნდა.