ჯიჯი და ბელა ჰადიდების მაგალითზე ვიცით, რომ თითქმის ერთი ასაკის დები კარიერულ სფეროში ერთმანეთს გვერდში უდგანან და მხარს უჭერენ. თუმცა ჯენერების შემთვევაში, ცოტა საკამათო სიტუაცია იქმნება: გოგონები საერთო მოდის ხაზს აწარმოებენ და იდეალური ურთიერთობის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა ხანდახან მათი ინტერვიუები განსხვავებულ აზრს აყალიბებს. როგორც სჩანს, დები იქამდე არიან მშვიდობიანად, სანამ ერთმანეთისთვის სამოსის თხოვნა დასჭირდებათ.
"კენდალს ნებას ვაძლებ ყველაფერი ითხოვოს ჩემგან, რაც სურს. ის მოდის ჩემთან და რაიმე სამოსს მთხოვს, მე კი ყველანაირ სურვილს ვუსრულებ. როცა თავად მჭირდება მისგან მსგავსი დახმარება, ყველაზე არაკომფორტულ და ძველმოდურ სამოსს მომცემს. ყველაზე ცუდს, რაც კი მინახავს."-განაცხადა უმცროსმა დამ.
კითხვაზე, თუ რამდენად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, კაილი ჯენერი პასუხობს: "ვფიქრობ მეგობრები არ ვიქნებოდით, დები რომ არ ვიყოთ."