კენდალ ჯენერმა NBA-ს ვარსკვლავს, ბლეიკ გრიფინს მხარი დაუჭირა და ამ სეზონზე მის კალათბურთის თამაშს პირველად დაესწრო. მოდელი LA Clippers-სა და LA Lakers-ის მატჩზე შენიშნეს. 21 წლის გოგონას საკმაოდ მოდურად ეცვა: თეთრი მაისურის, ფეხსაცმელების, კოსტიუმისა და ჯინსის საუკეთესო შერწყმამ მისი იმიჯი განსაკუთრებული გახადა. კენდალი თამაშზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
21 წლის მოდელი და 28 წლის გრიფინი მედიის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოდან ხვდებიან ერთმანეთს.