როგორც აღმოჩნდა, მეგან მარკლის და ლედი დაიანას სტილი წააგავს და ცნობილი მითის განმტიცებას ცდილობს: "თუ გინდა მამაკაცს თავი მოაწონო, დედამისს დაემსგავსე". მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი მეგანს ხვდება, მას ხშირად ქეით მიდლტონს ადარებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსახიობს ლედი დისთან აქვს მსგავსება. თავად მარკლი გამოტყდა, რომ დაიანას და პრინც ჩარლზის ქორწილს ბავშვობაში ხშირად უყურებდა.
თავის დროზე, ლედი დაიანამ თავად ჩამოაყალიბა სამეფო სტილის წესები. მან თავს უფლება მისცა ჯინსები და დიდი ზომის თეთრი პერანგები ეტარებინა. ამგვარი იმიჯით მეგანს ხშირად ვხედავთ:
სეირნობისას უელსის პრინცესა სახის დასაფარად ქუდს ხშირად ატარებდა. 20 წლის შემდეგ მის ხერხს "ფორსმაჟორის" ვარსკვლავი იმეორებს.
როგორც დიდმა მოდის მიმდევარმა ქალბატონმა, ლედი დაიანამ იცოდა პატარა დეტალების ეფექტურობის შესახებ. მას Cartier-ს საათი ხშირად ეკეთა. მეგანი ინსტაგრამზე ისეთ ფოტოებს აქვეყნებდა, რომლებზეც ჰარის ნაჩუქარი სამკაულების გარდა, დაიანას ანალოგიური Cartier-ს საათი ეკეთა.
ღონისძიებებზე მეგანი დაიანას მსგავსად ცდილობს გლამურული იყოს. მსახიობი პასტელურ ფერებს გაურბის და სექსუალურობას წარმოაჩენს.
ორივე დასავლეთის ცივილიზაციებსა და ტრადიციებზე გაიზარდა, თუმცა სხვა კულტურის შესწავლა ყოველთვის აინტერესებდათ. დაიანამ ინდოეთის ტური 1992 წელს მოაწყო, ტრადიციული სამოსი მოირგო და კულტურას პატივი სცა. ამ წლის იანვარში კი მსგავსი ქმედება მეგანმა განახორციელა.
საქველმოქმედო საქმიანობა
დაიანას აქტიური დახმარების შესახებ ყველამ იცის. დახმარების აღმოჩენის სიყვარული გულთამპყრობელმა ქალბატონმა პრინც შვილებს გადასცა. მეგანი UNICEF-ის წევრია და აქტიურად თანამშრომლობს ქველმოქმედებასთან .
იოგა, ფიტნესი და ჯანსაღი დიეტა
ხალხმა დაიანას ვარჯიშზე საუბარი იქამდე დაიწყო, სანამ ათლეტური სხეული მოდაში შემოვიდოდა. პრინცესა ფიტნესს კვირაში სამჯერ მისდევდა და გიჟდებოდა იოგაზე. მეგანი არც აქ ჩამორჩება დაიანას. ორივე ქალბატონს ბოსტნეულის და ჯანსაღ კვების სიყვარული აერთიანებთ.