ცნობილი დიზაინერების ქალიშვილები შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი ქალები არიან, მათ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, ქორწილში, საკუთარი მშობლები აცმევენ. წარმოგიდგენთ ორ ცნობილ დიზაინერს, რომელმაც საკუთარ ქალიშვილს ქორწილში ჩააცვა. საინტერესოა ვინ გაართვა უკეთესად თავი ამ საპასუხისმგებლო საქმეს.
#1 ტომი ჰილფიგერი
ამერიკელი დიზაინერის ტომი ჰილფიგერის ქალიშვილმა, ალი ჰილფიგერმა ქორწილი მისტიკურ და რომანტიკულ სანაპიროზე მოაწყო. ალი სტივ ჰაშს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც დიდხნიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. რა თქმა უნდა, გოგონამ ყველაზე მნიშვნელოვანი კაბის შეკერვა ცნობილ მამას სთხოვა. თეთრი, ვიწრო კაბა ბოლოში ცისფერი დეტალით იყო გაფორმებული და მოსასხამი მოყვებოდა.
ალიმ განაცხადა, რომ ბოჰემური სტილის კაბა სურდა, რომლის საუკეთესო ვარიანტის შექმნაც მხოლოდ და მხოლოდ მამამისს შეეძლო: "მას არაჩვეულებრივი ხედვა აქვს და იცის რა უხდება ქალს. მე კი ზუსტად ვიცოდი რა მსურდა და ამგვარმა დამოკიდებულებამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო."-განაცხადა გოგონამ. ალის და სტივს ერთი საერთო ქალიშვილი უკვე ჰყავთ.
#2 რალფ ლორენი
როცა დილან ლორენმა გათხოვება გადაწყვიტა, ცნობილმა მამამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. "შვილისთვის კაბის შეკერვა საოცარი პასუხისმგებლობაა. ერთადერთი ქალიშვილი მყავს და მსურდა თავი ფანტასტიკურად ეგრძნო. -განაცხადა რალფმა.