ფრანგი მოდელი ინეს რაუ ისტორიაში შევიდა: ის პირველი ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც PLAYBOY-ის მთავარი გმირი გახდა. გამოცემა ნოემბრის გმირს საჯაროდ მიეგება და მისი ფოტოსესიაც გამოაქვეყნა. რაუს ფოტოები 2014 წელსაც გადაუღეს: "ასე აღვნიშნე ჩემი ორიენტაციის აღიარება. გამოვიყენე შანსი და სააგენტოსთან კონტრაქტი გაავფორმე."-განაცხადა მაშინ ინესმა.
26 წლის მოდელს Balmain-ის და იტალიური Vogue-ს ფოტოსესიებში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მთავარი გმირის სტატუსი მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია: "როცა ამ ფოტოებს ვიღებდით, ჩემი ბავშვობის რთულ დღეებზე ვფიქრობდი. ახლა, ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება, სიამოვნებას მანიჭებს და ბედნიერს მხდის. არ მჯეროდა, რომ მთავარი გმირი გავხდებოდი. ეს არის უდიდესი კომპლიმენტი, რაც კი მიმიღია. ვარდების უზარმაზარი თაიგულის მღებას ჰგავს"-გამოტყდა რაუ.
მიუხედავად იმისა, რომ რაუ პირველი ტრანსგენდერია, რომელსაც მთავარი გმირის სტატუსი მიენიჭა, ის პირველი ტრანსგენდერი არაა, რომელიც Playboy-მ გადაიღო. პირველი ტულა(ქეროლაინ კოსი) იყო, რომელიც 1991 წლის გამოცემაში გამოჩნდა: "ჰეფნერმა ერთხელ თქვა, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ სხვისი ოცნებით ვიცხოვროთ, ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ის საოცრად პატივს სცემდა ყველა ადამიანის ინდივიდუალურობას."-განაცხადა ტულამ.