ჰოლივუდის ვარსკვლავების იმიჯზე ათობით პროფესიონალი მუშაობს, რადგან მათ იციან თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ცნობილი სახეები უფრო ახალგაზრდულად, როგორ უნდა დამალონ არასასურველი დეტალები და გამოკვეთონ სხეულის საუკეთესო ნაწილები - ამისთვის კი საკმარისია მხოლოდ სწორი პოზის შერჩევა. იმისთვის, რომ ვარსკვლავების მსგავსად თქვენი სურათებიც კარგი გამოვიდეს არსებობს რამდენიმე წესი:
1. ჩაიდანი
კლასიკური, ძალიან ქალური პოზა: ერთი მხარი ოდნავ უნდა იყოს აწეული, მეორე ხელი კი თეძოს ეყრდნობოდეს. ასეთი მდგომარეობა გეხმარებათ ლავიწების გამოკვეთასა და სხეულის იმ ნაწილების დაფარვაში, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოზაა.
2. ქვიშის საათი
ნახევარი სხეულით მიბრუნდით კამერისკენ, ერთი ხელი თეძოზე დაიდეთ, მეორე კი ჩამოუშვით, ერთი ფეხი ოდნავ წინ გასწიეთ, რომ კარგად გამოჩნდეს. ეს პოზა დაგეხმარებათ ფეხების უფრო გრძლად წარმოჩენასა და სხეულის ნაკლების დაფარვაში. ეს პოზა უნივერსალურია და თითქმის ყველა სამოსს უხდება.
3. ერთი ფეხი წინ
მართალია ეს ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პოზაა, თუმცა ის სურათს მატებს დინამიკას და ქმნის ილუზიას, რომ ადამიანს სადღაც ეჩქარება. ამას გარდა „ერთი ფეხი წინ“ ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.
4. ანჯელინა
ამ პოზას ანჯელინა ჯოლის სახელი ჯერ კიდევ 2012 წელს დაერქვა. დგომის ეს მანერა იმდენად პოპულაური გახდა, რომ თვითერზე ცალკე ამ პოზის ექაუნთი შეიქმნა. „ანჯელინას“ დგომას ხშირად იყენებენ წითელ ხალიჩაზე, რადგან ის არაჩვეულებრივად წარმოაჩენს სამოსს და ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს.
5. ორმაგი ხელი
ეს პოზა ხაზს უსვამს თქვენს თავდაჯერებულობას და გარეგნობას. ორივე ხელი დააწყვეთ თეძოებზე და ოდნავ ზემოთ ასწიეთ მხრები. დგომის ეს მანერა გეხმარებათ ლავიწების ლამაზად წარმოჩენაში, ვიზუალურად აპატარავებს წელის მოყვანილობას და ხაზს უსვამს თქვენს სამოსს.
6. ნაბიჯი წინ
ვიქტორია ბექჰემის საყვარელი პოზა. ნახევრად შებრუნდით კამერისკენ, მარჯვენა ფეხი ოდნავ წინ წამოწიეთ, მარცხენა კი უკან დატოვეთ. ეს ძალიან მოსახერხებელი და ერთგავარად მომაჯადოვებელი პოზაა, რომელიც ნებისმიერი მხრიდან ლამაზად გამოიყურება. ვიზუალურად ამცირებს ბარძაყების ზომას და წარმოგაჩენთ შედარებით განსხვავებულად.
7. სამეფო გამოხედვა უკანა მხრიდან
დიდებული და ელეგანტური პოზა, რომელიც თითქოს სპეციალურად გრძეშლეიფიანი კაბისთვის არის შექმნილი. შექმენით ილუზია, თითქოს სადღაც მიდიოდით და უცებ უკან გამოიხედეთ. დგომის ეს მანერა ხაზს უსვამს წელს და ქმნის არაჩვეულებრივ სტილს.
8. ხელების დაწყობა
ერთი შეხედვით საკმაოდ მორცხვი პოზაა, თუმცა ის საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ თქვენი ქლაჩი და ფრჩხილები. თუ თქვენ მოკლე კაბების მოყვარული ხარ, ფეხები უფრო ლამაზი და გრძელი გამოგიჩნდებათ.
9. გვერდითი აქცენტი
ფეხები დადგით მხრების გასწვრივ, თეძოები კი ოდნავ გვერდზე გაწიეთ. ეს პოზა იდეალურია მოკლე და საქმიანი სამოსისთვის და გეხმარებათ ფეხების უფრო ლამაზად წარმოჩენაში.
10. მხრიდან გამოხედვა
მხრიდან გამოხედვა - უმაღლესი დონის პოზა. დგომის ეს მანერა ჯერ კიდევ 20-იან წლებში იყო მოდაში, როდესაც პირველად გამოჩნდა ამოღებულ ზურგიანი კაბები. არაჩვეულებრივად წარმოაჩენს თეძოებსა და ზურგის ძვლებს.
11. მოტრიალება
პროფილში მოტრიალება მათთვისაა განკუთნილი, ვისაც სხეულის მკვეთრი ფორმების წარმოჩენა სურს. ამ პოზის საშუალებით სურათში აქცენტი გაკეთებული იქნება ზურგზე და ფეხსაცმელზე.
12. ჩამოშვებული ხელები
ერთი შეხედვით უბრალო პოზა, რომელიც ყურადღებას არ იქცევს. თუმცა ეს პოზა იდეალურია სამოსის წარმოსაჩენად ისე, რომ ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანოს. ამასთან, ეს პოზა ძალიან უხდება მკაცრ სტილს.