წლევანდელ მოდის კვირეულებზე დამსწრე ქალბატონებმა გაამყარეს იმ ტრენდის აქტუალობა, რასაც კაბა შარვალზე ჰქვია. სეზონის ჰიტი უკან, 90-იანების გარდერობში გვაბრუნებს. საინტერესოა როგორ ვატაროთ ის სწორად.
#1 ატარეთ მსუბუქად
ამ ტრენდის მორგებამდე ყველას ჰგონია, რომ აუცილებლად ფართო მოცულობის გამოჩნდება. იმისთვის, რომ ეს აიცილოთ, მჩატე კაბა ატარეთ და არა სქელი. აქსესუარებიც ერთი შეხედვით მარტივი უნდა იყოს.
#2 სცადეთ ასიმეტრიული ნაკეცები
არ დაიცვათ სწორი ხაზები და ნეიტრალური ფერები. გამოიყენეთ გრძელი სვიტრები, ნათელი ფერები, კოჭებამდე ჯინსი და ასიმეტრიული ნაკეცები.
#3 ჩაანაცვლე მაღალყელიანი წინდა
ზამთარში, წინდების მაგივრად შარვალს მიმართეთ. ის მის ალტერნატივად ჩათვალეთ და თქვენი იმიჯი უფრო მეტად მოდური გახდება.
#4 კაბა კოჭებამდე
თუ ჯინსის მხოლოდ და მხოლოდ პატარა ნაწილს გამოაჩენთ, ესეც საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
#5 მაგრამ არ დაივიწყო მოკლე
ამ ტრენდთან მიმართებაში მოკლე სიგრძის ქვედაბოლოც თავის როლს თამაშობს.
#6 შეახამეთ
შექმენით კაბისა და ჯინსის კონტრასტი.
#7 გამოიყენე საღამოს კაბა
ეს საშუალებას მოგცემთ ზაფხულის კაბები დიდხანს ატაროთ და საღამოს ჩაცმულობას დღის წესრიგშიც შეიტანთ. შეუხამეთ ღია ფერის ჯინსს და თბილ მოსაცმელს.
#8 ერთი ზომით დიდი
ზუსტად მომჯდარი ზომა შარვალს ნაკლებად მოუხდება.
#9 ატარეთ გახსნილი
წელს ქვემოთ გახნილ მდგომარეობაში ტარება შეგიძლიათ.
#10 ითამაშე პროპორციებით
მიმართე ექსტრავაგანტურ ფორმებს: მაგალითად ჭრებს მკლავებზე.