90-იანების Spice Girls-ის იმიჯი განხილვის მთავარი საგანი იყო: მოკლე კაბები, ლატექსი, გიგანტური პლატფორმები და გიჟური პრინტები მხოლოდ ჯგუფის გულშემატკივრებს არ მოსწონდათ. გავისეირნოთ წარსულში და შევადაროთ ლეგენდარული ჯგუფის წევრების იმიჯი მაშინ და დღეს:
მელანი ბრაუნი
მელანის Scary Spice-ს უწოდებდნენ და მისი ტანისამოსი ამ ზედმეტსახელს ამართლებდა: ლეოპარდის კომბინიზონები, უცნაური ფეხსაცმელი და აქსესუარები. უკანასკნელმა წლებმა ქალბატონის შეშლილ ფანტაზიაზე ვერ იმოქმედა და ის კვლავ უცნაურად იცვამს.
ვიქტორია ბექჰემი
სხვა წევრებისგან განსხვავებით ვიქტორია არასდროს ილტვოდა პლატფორმებისა და "ველური პრინტებისკენ". მომავალი დიზაინერი შავ-თეთრს ანიჭებდა უპირატესობას. ახლა, კვლავ ერთგულია მინიმალიზმის, თუმცა მისი გარდერობი გამრავალფეროვნდა.
მელანი ჩისჰოლმი
ჯგუფის ეს წევრი 90-იანებში მუდამ სპორტულ სამოსს ირგებდა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და სექსუალურ კაბებზე უარს ამბობდა. დღეს მას მსგავს სტილში ვეღარ წარმოვიდგენთ, რადგანაც ის რადიკალურად შეიცვალა.
ჯერი ჰოლიუელი
ღია წითელი თმა და ბრიტანული დროშა სამოსზე: ჯერის ყველაზე ნათელ ფერებში ეცვა. ახლა მომღერალი კლასიკას უახლოვდება.
ემა ბანტონი
ვარდისფერი ფერი, ბეწვეული, კორსეტები და ავტორუჯი - ემას სტილი ერთდროულად გლამურული და გიჟური იყო. დღევანდელი ემა ნაზ კაბებს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ბუნებრივ იერს ამჯობინებს. რუჯზე კი უარს კვლავ ვერ ამბობს.