მეგი გაბუნიას მოდის სახლმა ,,M.G“ ერთი წლის იუბილე აღნიშნა. ბრენდის მაღაზიის მისამართზე (აღმაშენებლის გამზ. #51) ქართველი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, M.G.-ის პარტნიორები და მეგობრები შეიკრიბნენ.
საღამო მუსიკალურად ბენდმა ArtFace გააფორმა . სტუმრებისთვის სპეციალური გათამაშება და ბევრი სიურპრიზიც მომზადდა.
ბრენდი ,,M.G.“ 2016 წლის 15 ოქტომბერს დაარსდა, ბუტიკი კი მას შემდეგ გაიხსნა რაც 2017 წლის თბილისის მოდის კვირეულზე ფართო აუდიტორიის წინაშე მეგი გაბუნიას კოლექცია გამოჩნდა, რომელიც დიზაინერის მიერ 12 წლის ასაკში შექმნილი ესკიზების მიხედვით შეიქმნა.
მოდის სახლის "M.G.“ სამოსისა და აქსესუარების მიმართ ინტერესი ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელს შორის უწყვეტია.
კოლექციები სხვადასხვა საინტერესო აპლიკაციითა და პრინტით გამოირჩევა, სადაც დიზაინერის ნახატები გამოიყენება.
ნატურალური ტყავისგან დამზადებული აქსესუარები კი განსაკუთრებული ტექნოლოგიით მუშავდება, თითოეული უნიკალური დიზაინით ფორმდება. ასეთივე დამახასიათებელი სტილის შექმნით M.G-ის უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის მრავალი საჯარო პირი თუ შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენელი.
სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მოდის სახლმა მოახერხა და არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზრებზეც დაიმკვიდრა თავი.
დიზაინერი მეგი გაბუნია კი ახალ, საინტერესო და განხვავებულ კოლექციას აანონსებს.
მეგი გაბუნია: ,,ერთი წლის წინ, დღევანდელი დღის წარმოდგენა რთული იქნებოდა. ბრენდის შექმიდან, მალევე გავხსენით ბუტიკი, მივიღეთ მოდის კვირეულებში მონაწილება, გავედით საზღვარგარეთის ბაზარზე სხვადასხვა შეთავაზებებისა და პროექტების ფარგლებში, შევქმენით რამდენიმე კოლექცია.
მეგი გაბუნია: ,,ერთი წლის წინ, დღევანდელი დღის წარმოდგენა რთული იქნებოდა. ბრენდის შექმიდან, მალევე გავხსენით ბუტიკი, მივიღეთ მოდის კვირეულებში მონაწილება, გავედით საზღვარგარეთის ბაზარზე სხვადასხვა შეთავაზებებისა და პროექტების ფარგლებში, შევქმენით რამდენიმე კოლექცია.
რაც მთავარია, ამ დროის განმავლობაშიო შევიძინეთ და შევინარჩუნეთ უამრავი მომხმარებელი, რომელიც მოუთმენლად ელოდება M.G.- ის ახალ კოლექციებს. ჩვენ კი თავდაუზოგავად ვშრომობთ, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ და მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ამჟამად წარმოებაში ჩაეშვა ახალი Uni Sex კოლექცია, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ უკვე ნახა და დადებითად შეაფასა, რაც ძალიან გვახარებს".