სმარტფონების და ლეპტოპების სამყაროში პოლაროიდი კვლავ აქტუალური რჩება. კასტინგზე უმეტესწილად სწორედ მოდელების პოლაროიდის ფოტოებს იყენებენ. კასტინგის ხელმძღვანელებს საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად სწორედ ამგვარი ფოტოები სჭირდებათ. ფოტოზე მოდელის სახელს, სიმაღლეს და წონას წერენ. დღეს ცნობილი მოდელები ფოტოებზე მაკიაჟს და თმას საგულდაგულოდ იკეთებენ და სილამაზის შენარჩუნების რთული რუტინა ახასიათებთ. ვნახოთ, როგორები არიან სააგენტოსთვის განკუთვნილ პოლაროიდის ფოტოებზე.
#1 როზი ჰანტინგტონი
სკოლაში როზის პატარა მკერდის და სავსე ტუჩების გამო დასცინოდნენ, თუმცა ამას გოგონა არ შეუშინებია და 17 წლის ასაკში ნიუ-იორკში Teen Vogue-ის გადაღებებზე გაემგზავრა, რის შემდეგაც, პოდიუმზე ნაომი კემპბელთან ერთად გაიარა. 2006 წელს კი Victoria’s Secret-სთვის დაიწყო მუშაობა.
#2 მირანდა ქერი
მოდელობა 13 წლის ასაკში დაიწყო. ის პირველი ავსტრალიელი მოდელია, როელიც Victoria’s Secret-ის ანგელოზი გახდა.
#3 კარლი კლოსი
Victoria’s Secret-ის ანგელოზი 19 წლის ასაკში გახდა. ტაირა ბენქსი მას "უნიკალურსაც" კი უწოდებს.
#4 დოუთზენ კრუზი
დოუთზენი მოდელობაზე არ ფიქრობდა და პოლაროიდის ფოტოები სააგენტოებში მხოლოდ და მხოლოდ 18 წლის ასაკში გაგზავნა. როცა ნიუ-იორკში გადავიდა და Victoria’s Secret-ის კასტინგზე მიიღო მონაწილეობა, ბრენდის შესახებ გაგებული არ ჰქონდა.
#5 ნაომი კემპბელი
კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და 90-იანების მთავარი მოდელი გახდა. 16 წლის ასაკში კი უკვე ბრიტანული Elle-ს ყდაზე მოხვდა.
#6 კენდალ ჯენერი
თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გოგონამ მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო.
#7 ქეით მოსი
მათ ვისაც შეხება არ აქვთ მოდასთან, ქეით მოსის შესახებ მაინც იციან. ის 90-იანების სუპერმოდელების ეპოქის დასასრულს გამოჩნდა.
#8 კარა დელევინი
მოღვაწეობა მოდელობით დაიწყო თუმცა უკვე მსახიობობით აგრძელებს.
#9 ბელა ჰადიდი
ფოტოზე ბელა 17 წლისაა. მან სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა.
#10 ადრიანა ლიმა
ინდუსტრიის რიგით მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი პირველად Marie Claire-ის ყდაზე 17 წლის ასაკში გამოჩნდა.
#11 ჟიზელ ბიუნდჰენი
ჟიზელი დიეტების დაცვის ოსტატია: ის არ ეკარება შაქარს, ცომეულს, ყავას და აშ. სხვა მოდელების მსგავსად მანაც გაარღვია სამოდელო ფარგლები და ფილმებში მონაწილეობა სცადა.
#12 ქენდის სვინპული
აფრიკაში დაიბადა და ბავშვობა ფერმაში გაატარა. 15 წლის ასაკში ბარზობაზე აგენტმა აღმოაჩინა და ქენდისის თავბრუდამხვევი კარიერაც დაიწყო.