მაშინ, როდესაც ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან ტომ ფორდი და მარკ ჯეიკობსი ღიად აცხადებენ, რომ არ სურთ მელანია ტრამპს თავიანთი ბრენდის ტანსაცმელი ჩააცვან, სხვა ინგლისელი დიზაინერი - ვიქტორია ბექჰემი სავსებით საპირისპირო ნაბიჯს დგამს.
„რაც შეეხება იმ სამოსს, რომელშიც პირველი ლედი სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოების წინაშე წარსდგა, მას ჩემი ბრენდის მაღაზიაში აქვს შეძენილი. ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქალი ირჩევს ჩემს მიერ შექმნილ სამოსს. მე მსურს ქალბატონები ვაქციო უფრო ბედნიერებად, არ აქვს მნიშვნელობა რას წარმოადგენენ ისინი.“ - განაცხადა ცოტა ხნის წინ გამართულ კონფერენციაზე ყოფილმა სუპერმოდელმა და დააზუსტა, რომ ის არ იქნება წინააღმდეგი თუ მელანია ტრამპი მოინდომებს ოფიციალურად ეცვას ვიქტორია ბექჰემის ბრენდის სამოსი.
საუბარია ლურჯ ჯემპერზე, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ოქტომბრის დასაწყისში პუერტო-რიკოში სტუმრობისას ეცვა.