როგორ უნდა შეძლო დღეში 7-ჯერ გამოიცვალო და ამავდროულად ეს წარმატებული სამოსით განახორციელო? პასუხი ბლეიკ ლაივლიმ იცის. დილით მსახიობს პრესასთან ჰქონდა შეხვედრა ფილმის All I See is You-ის პრემიერასთან დაკავშირებით. სურათში ლამაზმანი მთავარ როლს ასრულებს, მისი პერსონაჟი ბრმა ქალია, რომელსაც ქმართან ურთიერთობა უფუჭდება, მხედველობას იბრუნებს და საკუთარ თავზე საინტერესო რამეებს იგებს.
ამ დღეს, ლაივლიმ სამჯერ გამოიცვალა: Brandon Maxwell-ის კაბა ჯერ Oscar de la Renta-ს კაბით, შემდეგ კი "შანელის" კოსტიუმით ჩაანაცვლა. ეს ყველაფერი შუადღემდე მოახერხა:
შუადღის შემდეგ Ralph Lauren-ის კოსტიუმით გამოჩნდა, მეხუთედ Christian Louboutin-ის ფერადი ფეხსაცმელებით მოგვხიბლა, მეექვსედ კი Monse-ს სამოსით გამოჩნდა.
საღამოს წვულებისთვის "შანელის" კაბა მოირგო 2007 წლის კოლექციიდან.