ცნობილი ლამაზმანი მამაკაცების ჟურნალის Esquire-ის უკანასკნელი ნომრის ყდაზე მოხვდა და საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 43 წლის პენელოპემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ადრეულ ასაკში ფილმში გაშიშვლებისას ხვდა წილად:
"ვფიქრობ იქ იყო პერსონაჟი და ფილმის სტილი. თუმცა, მახსოვს რთული პერიოდი გამოვიარე, ვტიროდი და ვფიქრობდი, რომ კინოში აღარ გადამიღებდნენ, მე ჯერ მხოლოდ 18 წლის ვიყავი. თუმცა ხალხისგან პატივისცემა დავიმსახურე."
კრუზი დღემდე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალბატონია და ფიგურის დემონსტრირებას ყოველთვის ამაყად ცდილობს. მის ახალ ფოტოსესიაში რთულია დაიჯერო, რომ ლამაზმანს ორი შვილი ჰყავს.