ლოს-ანჯელესში საქველმოქმედო საღამო One Voice: Somos Live! ჩატარდა, რომლის მიზანიც პუერტო-რიკოს მიწისძვრისგან დაზარალებული ადამიანებისთვის თანხის შეგროვება იყო. ღონისძიების წამყვანი ჯენიფერ ლოპესი გახდა, რომელმაც ერთი საღამოს განმავლობაში კოსტიუმის 6-ჯერ გამოცვლა მაოსწრო. სცენაზე მომღერალი შეყვარებულმა, ალექს როდრიგესმა ააცილა.
თეთრი მაქმანებიანი კომბინიზონი შავმა, მოგვიანებით კი ლურჯმა კაბამ შეცვალა.
შემდეგ ჯენიფერი სცენაზე წითელ ყვავილოვან კაბაში გამოჩნდა, რაც სასცენო ჩაცმულობამ, შემდეგ კი საკარნავალო კოსტიუმმა შეცვალა.
საქველმოქმედო საღამოს სელენა გომესი, კიმ კარდაშიანი, ჯარედ ლეტო და სხვა ვარსკვლავები ესწრებოდნენ.