ჟურნალმა Vogue შემოდგომის საუკეთესო ტრენდების სია გამოაქვეყნა, სადაც ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას მზისგან დამცავი სათვალეებიც მოხვდა.
ეს აქსესუარი ქართული მოდის მოყვარულმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა და იტალიელმა დიზაინერმა სარა ბატალიამ საკუთარ ყოველდღიურ სტილში უკვე არიჩიეს.
George Keburia-ს სათვალე შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მაღაზიის openceremony.com საშუალებით ან ქებურიას მაღაზიის თბილისის ფილიალში. მისი ღირებულება 200 ამერიკული დოლარია.