ვინსენ კასელის შეყვარებულის ტინა კუნაკის აფროს სტილში გადაწყვეტილი ვარცხნილობა გამოჩენის დღიდან მის სავიზიტო ბარათად მოიაზრებოდა. ცოტა ხნის წინ მოდელმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი სტილი რადიკალურად შეეცვალა - ტინამ მოკლე ვარცხნილობას მიანიჭა უპირატესობა.
გუშინ კუნაკიმ ახალი ვარცხნილობით გადაღებული პირველი ფოტო ატვირთა ინსტაგრამზე წარწერით - „ნახვამდის კულულებო“.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ტინა კუნაკი და 50 წლის ვენსან კასელი უკვე ორი წელია ერთად არიან. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 30 წელია, თუმცა ეს მათ ურთიერთობას სავსებით არ უშლის ხელს: ტინა და ვენსანი საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ერთად და სოციალურ ქსელებში რომანტიკული სურათების გამოქვეყნებითაც არ ჩამორჩებიან სხვა წყვილებს.