სრულიად მოულოდნელად, Topshop-ის საიტზე კენდალ და კაილი ჯენერების ბრენდის, Kendall + Kylie-ის ქალის თეთრეულის კოლექცია გამოჩნდა. მის გამოშვებას დები საიდუმლოდ ინახავდნენ, არცერთმა მათგანმა არ დადო აქამდე ფოტო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე. ეს ქალის თეთრეულის სადებიუტო კოლექციაა ამ დიზაინერების დუეტისგან. აქამდე ცნობილმა გოგონებმა სანაპიროს, საღამოს და ყოველდღიური ჩაცმულობის კოლექცია შექმნეს.
"ლამაზი ქალის თეთრეული ტანისამოსში ბოლომდე დამალული აღარ უნდა იყოს"-აცხადებს კენდალი. ამიტომაც კოლექციაში, ბევრი მაღალწელიანი საცვალი, ბოდე და კომბინიზონია, ისინი ტანისამოსის შიგნით აუცილებლად გამოჩნდება.