ანჯელინა ჯოლი Harper’s Bazaar-ის საიუბილეო ნომრის გმირი გახდა. მოდის გამოცემას 150 წელი შეუსრულდა. მსახიობის საკმაოდ ეფექტური ფოტოსესია გადაუღეს - კადრებში ანჯელინა ავაზებთან ერთად აფრიკაში, უდაბნოში პოზირებს. ჯოლის Atelier Versace-ს, Rag & Bone-ის და Ralph Lauren-ის სამოსი აცვია.
"ვიცით, რომ ჩვენი შვილიშვილები ცხოვრებაში იმ გადაწყვეტილებების შედეგს მოიმკიან, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ. ყოველთვის ნათელია თუ როდის დაიბადა ის პრობლემები, რომლებსაც ახლა ვებრძვით."
მსახიობმა აღიარა, რომ აფრიკა მისთვის მეტია ვიდრე კონტინენტი. იქ იდუმალი ქვეყნებია და ხალხი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს: "ჩემთვის ნამიბია ქვეყანაა, რომლის მცხოვრებლებიც ხალხსა და გარემოს შორის ბალანსის პოვნას ცდილობენ. ეს თანამედროვეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."