სექტემბრის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ქეით მიდლტონის მესამე ორსულობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მას შემდეგ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ქეითი ტოქსიკოზის გამო, პირველ თვეებში საჯარო ღონისძიებებს ნაკლებად დაესწრებოდა. ახლახან, კემბრიჯის ჰერცოგინია საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა და მოდის კრიტიკოსებმა ეს ტრიუმფალურ დაბრუნებად ჩათვალეს. ბუკინგემის სასახლეში, ქეითმა პრინცებთან ერთად, მენტალური ჯანმრთელობის დღე აღნიშნა, რომლის დროსაც ამ სფეროში მომუშავე ადამიანები დაჯილდოვდნენ. ლამაზმანს Temperley London-ის ცისფერი კაბა ემოსა.