მოდელების უმრავლესობისთვის Victoria's Secret-ის შოუზე მოხვედრა ყველაზე დიდი წარმატებაა და მათ ამის უდიდესი სურვილი აქვთ. ათასობით გოგონადან მხოლოდ 50 რჩეულს ირჩევენ. პირველ კასტინგზე უარის მიღების მიუხედავად, ეს გოგონები არ ნებდებიან და ბედს მომავალ წელსაც ცდიან. წარმოგიდგენთ იმ 6 "ანგელოზს", რომლებზეც გაგიკვირდებათ, რომ პირველივე კასტინგზე არ აარჩიეს:
#1 ბელა ჰადიდი
ბელამ 2015 წელს შოუზე მოხვედრა ვერ შეძლო. 2016 წლის კასტინგის შემდეგ განაცხადა:
"ძალიან გაოცებული, მაგრამ აღტაცებული ვიყავი. წინა წელსაც ვცადე ბედი, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს."
#2 ჯიჯი ჰადიდი
ჯიჯიმ მონაწილეობა 2014 წელს ვერ შეძლო:
"ყოველდღე ვვარჯიშობდი და ვფიქრობდი, რომ ჩემი სხეული მზად იყო. ჯანმრთელი და ათლეტური ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ ნერვიულობამ შემიშალა ხელი. სიტყვებით ვერ აღვწერ რა საშიშია იმ ოთახში შესვლა!"
#3 სარა სამპაიო
პირველივე წელს პოდიუმზე მოხვედრა ვერც ბრენდის ამჟამინდელმა ოფიცალურმა ანგელოზმა შეძლო:
"პირველ წელს, რომ არ ამირჩიეს, არ მიდარდია, მაგრამ მეორე წლის უარი ძალიან მტკივნეული იყო. როცა რაღაცისთვის მთელი წელი ემზადები და წარმატებას ვერ აღწევ, საკუთარ თავში დაეჭვებას იწყებ. მესამე წელს ვიფიქრე, რომ თუ არ ამირჩევდნენ ამას მათ ვერ ვაპატიებდი!"
#4 ბრიჯიტ მალკოლმი
ავსტრალიელმა მოდელმაც შოუში მოხვედრა ორჯერ სცადა, სანამ მესამედ "ვიზას" მიიღებდა:
"პირველ წელს იდეალურ ფორმაში არ ვყოფილვარ, მეორე წელს კი საკმარისი თავდაჯერება არ აღმომაჩნდა."
#5 ჟასმინ ტუკსი
"როცა პირველ ჯერზე არ ამიყვანეს, არ მწყენია. ვიცი, რომ გაზრდა მჭირდებოდა, მხოლოდ 18 წლის ვიყავი."
#6 ელის ტეილორი
"ვფიქრობ ის უფრო მნიშვნელოვანია, როცა უარს გეუბნებიან და შემდეგ გირჩევენ. ძალიან დიდი შრომა გიწევს, იმისთვის, რომ ტანი საუკეთესო ფორმაში მოყვანო და მაქსიმალური თავდაჯერება დაანახო იმ 30 წამში, რა დროსაც კასტინგის ოთახში ატარებ."