ამერიკული Marie Claire-ის ნოემბრის გმირი მილა კუნისი გახდა. ლამაზმანს ფოტოსესიაში დევიდ კომას კაბა მოარგეს 2018 წლის საკრუიზო კოლექციიდან. მისი ახალი ფილმი Bad Moms Christmas უკვე ამ თვეში იხილავს დღის სინათლეს.
"ნიშნავს კი ძალაუფლება წარმატებას? შეხედეთ ტრამპს! მას აქვს ძალაუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის წარმატებულია!"-აცხადებს ინტერვიუში მილა.
დევიდ კომა, resort 2018
-რა გასწავლათ დედობამ?
-დედობა გაჩვენებს, თუ რამდენად ეგოისტი შეგიძლია გახდე. გადაღლილი ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან და ეს მაბედნიერებს.
-რა გინდათ რომ ასწავლოთ ქალიშვილს?
-მინდა ჩემმა ქალიშვილმა ჩემგან დიდი შრომის ფასი ისწავლოს.