ბელა ჰადიდი 9 ოქტომბერს 21 წლის გახდა. ჰადიდების ოჯახში ერთდროულად 3 სუპერმოდელია: იოლანდა, ბელა და ჯიჯი. სწორედ ამ კამპანიაში აღნიშნეს უმცროსი ქალიშვილის დაბადების დღე ნიუ-იორკში.
"არ შემიძლია ავხსნა თუ რა ძლიერად მიყვარხარ. იმ დღეს, როდესაც შენ დაიბადე, ვცდილობდი მთელი სამყაროსგან დამეცავი. 21 წლის შემდეგ ისევ შთამაგონებ. ყოველთვის ყველაფერს შენებურად აკეთებ და ამით ვამაყობ. საყვარელი, კეთილი, მზრუნველი და მიზანდასახული ხარ. შეგიძლია თანაგრძნობა და სიყვარული და ამდენ ადამიანს ხდი ბედნიერს."-ასე მიულოცა სოციალურ ქსელში ჯიჯიმ დას.
საღამოს წვეულებისთვის ორივე დამ Pamella Roland-ის სამოსი აირჩია. ბელა შავ კაბაში გამოეწყო, ჯიჯი კი ცისფერ კორსეტში.