ბოლო დროს ყველა განიხილავს სარა ჯესიკა პარკერისა და კიმ კეტროლის ურთიერთობას: პირველი ამტკიცებს, რომ ყოფილმა კოლეგამ „სექსი დიდ ქალაქში 3“-ის გადაღება ჩაშალა, მეორე კი ამბობს რომ ფილმში მონაწილეობის მიღება საერთოდ არ სურდა. ცნობილი სერიალის გულშემატკივრებს კი დიდ ქალაქში ომი არ უნდათ, მათ მხოლოდ მშვიდობა სურთ. ურთიერთგაგება არის გადამწყვეტი ფაქტორი ორ ადამიანს შორის მეგობრობისას, ამას კი გემოვნებაში გარკვეული დამთხვევები განსაზღვრას. შევადაროთ კერისა და სამანტას ჩაცმის სტილი, იქნებ მაინც იყოს მსახიობების შერიგებისა და სერიალის გაგრძელების რაიმე შანსი.
იუმორი VS კლასიკა
კერი თავის ყოველდღიურ ჩაცმულობას იუმორით უყურებს, რაღაც მხრივ ეს მომგებიანიცაა, რადგან როდესაც ის დიდ ქალაქში გაივლის ყველა მის მხარზე მიმაგრებულ გიგანტურ ყვავილს აყოლებს თვალს.
სამანტა კლასიკურ ჩაცმულობას ანიჭებს უპირატესობას - ის ხომ PR-აგენტია და მის სტილს მსგავსი ჩაცმულობა სავსებით შეესაბამება. თუმცა მისი არც ერთი ჩაცმულობა არ არის მოსაწყენი: სამანტა ღია ფერებზე გიჟდება, ასეთი ფერები კი დღესაც მოდაშია, უყვარს ღრმა დეკოლტე და დიდი აქსესუარები - წლებთან ერთად კლასიკა მხოლოდ მოგებული რჩება.
საკუთარი სახელის ყელსაბამი VS დიდი ბიჟუტერია
კერი თავის ყელსაბამზე გიჟდებოდა, მას უყვარდა გამეორება: „ის იაფასიანია, მაგრამ შეუფასებელი“ - და როდესაც ყელსაბამი პარიზში შემთხვევით დაკარგა ძალიან ნაწყენი დარჩა.
სამანტა სენტიმენტალურობით არ გამოირჩევა: მისი აქსესუარების მთავარი მიზანი ყურადღების მიქცევაა, განსაკუთრებით კი კაცების ყურადღების.
ფეხსაცმელი VS ჩანთები
კერი გამოუსწორებელი შოპოჰოლიკია - განსაკუთრებით თუ საქმე ფეხსაცმელს ეხება. მათ გამო ის მზად არის თავაუწევლად იმუშაოს, იკვებოს მხოლოდ სალათებით და ბინის ქირაც კი არ გადაიხადოს.
სამანტას სისუსტე ძირითადად ჩანთებია, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი სტატუსი და მოდელი. გახსოვთ ალბათ როგორ გამოიყენა სამანტამ ლუსი ლუს გაცნობა, იმისთვის, რომ სასურველი ჩანთა მიეღო.
კეპები VS ცილინდრები
სამანტას კლასიკურ სტილს დიდი ქუდები უხდებოდა: ამ სტილით შეიძლება მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასვლა, შემდეგ კი დაქალებთან ერთად გართობა. კერი კი არასტანდარტულ ქუდებს ანიჭებს უპირატესობას.
.