ვის გადასცეს ერთ დროს პოდიუმის მთავარმა ლამაზმანებმა სილამაზე და მომხიბვლელობა? მილანის მოდის კვირეულზე, "ვერსაჩეს" შოუში თანამედროვე და ყოფილმა მოდელებმა ერთდროულად იბრწყინეს. სინდი კროუფორდის ქალიშვილის, კაია გერბერის ფანტასტიკურმა დებიუტმა წითელ ხალიჩაზე, 90-იანების მოდელების მიმართ ინტერესი კვლავ გაამძაფრა. ვნახოთ, ვინ არის კაიას "კონკურენტი" - სინდის გარდა კიდევ ვის ჰყავს მომხიბვლელი გოგონა "ოქროს ხანიდან":
#1 სინდი კროუფორდი - კაია გერბერი
16 წლის გოგონამ, რომელსაც დედის ასლს უწოდებენ, უკანასკნელ მოდის კვირეულებზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. როგორც სჩანს, კაია დედის წარმატების გამეორებას აპირებს. ყველაზე მთავარი შოუები იხსნებოდა ან იხურებოდა მისით. ამ სეზონზე კაიას პლანეტის ყველაზე პოპულარული მოდელიც კი შესაძლოა ვუწოდოთ. მან ღირსეულად იასპარეზა დები ჰადიდების, კენდალ ჯენერის და Victoria's Secret-ის მოდელების გვერდით.
#2 ქეით მოსი - ლილა გრეის ჰეკი
კაიას კვალს 14 წლის ლილა მიუყვება. გოგონა მონაწილეობას იღებს სარეკლამო კამპანიებში და ამბობენ, რომ დედას მეამბოხე ხასიათით ძალიან ჰგავს. 20 წლის განმავლობაში მოსი ბრიტანელების საკულტო ლამაზმანი იყო.
#3 ნადია აუერმანი - კოსიმა აუერმანი
კოსიმას გაჩენის გამო სუპერმოდელს კარიერის დატოვება მოუწია, ამიტომაც საზოგადოებამ ცოტა თუ იცის ამ გერმანელ მომხიბვლელ ქალბატონზე. 90-იანებში ნადია გინესის რეკორდების წიგნში "მსოფლიოს ყველაზე გრძელფეხება მოდელის" სახელით შევიდა (112 სანტიმეტრი). მისი ქალიშვილი კოსიმა 20 წლისაა.
#4 იოლანდა ფოსტერი - ჯიჯი და ბელა ჰადიდები
ჯიჯის და ბელას წარმატება უკვე საერთაშორისოდაა ცნობილი. იოლანდას კარიერა უცნაურად დაიწყო: მან შოუზე უბრალოდ ერთ-ერთი მოდელი შეცვალა და დიზაინერებმა სწორედ აქედან აღმოაჩინეს.
#5 მერიელ ჰემინგუეი - დრი ჰემინგუეი
მისი ერთ-ერთი ქალიშვილიც მოდელი გახდა.
#6 კრისტი ბრაინკლი - სეილორ ლი ბრაინკლი
სეილორი მოდელი 16 წლის ასაკში გახდა.
#7 კიმ ბესინჯერი - აირლანდ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინის შვილმა სამოდელო კონტრაქტი 2013 წელს გააფორმა.
#8 ჯერი ჰოლი - ჯორჯია მეი ჯაგერი
ჯერი ჰოლის და მიკ ჯაგერის ქალიშვილი ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, მათ შორის "შანელთან".
#9 ლეტიცია კასტა - სატინ სედნუი
ლეტიცია მოდაში 15 წლიდან თანამშრომლობს, 18 წლის ასაკში კი Victoria's Secret-ის წამყვანი მოდელი გახდა. პირველი ქალიშვილი სატინი ფოტოგრაფისგან სტეფან სედნუისგან ეყოლა. შემდეგ ორი შვილი კი იტალიელი მსახიობისგან სტეფანო აკორსისგან.
#10 პატი ჰანსენი - ალექსანდრა რიჩარდსი
მოდელი და დიჯეი