ინტერნეტი შესაძლოა მშვენიერი ადგილი იყოს, მაგრამ ის შესაძლებელია კატასტროფულ ჯოჯოხეთად იქცეს. ამჟამად საქმე რასისტულ დისკრიმინაციას ეხება. ტვიტერზე ახალი ტრენდი გავრცელდა: მომხმარებლები რიანას ფოტოებს აფოტოშოპებენ და მის კანს აღიავებენ. ამასთან, ყველა მათგანი წერს, რომ მომღერალი თეთრი კანით უფრო ლამაზი იქნებოდა. რიანას გულშემატკივრების ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ამ ფოტოების ავტორები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონს ისე არ იღებენ, როგორიც არის.