24 ივნისს როზი ჰანტინგტონი პირველად გახდა დედა. 3 თვის შემდეგ კი უკვე იდეალური სხეულის დემონსტრირებას ქალის თეთრეულში ახდენს: მოდელმა სამოსი პირადი კოლექციიდან - Rosie For Autograph-დან მოირგო და ფოტოები მაღაზია Marks & Spencer-სთვის გადაიღო. მოდელი მათთან უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობს. 30 წლის როუზის ბრწყინვალე ფორმების გარდა, გულშემატკივრებმა ყურადღება მარცხენა ხელის არათითზეც გაამახვილეს: მოდელი მეორე ბეჭედს ატარებს. როგორც სჩანს, ჯეისონ სტეტჰემთან საიდუმლო ქორწინების ჭორები არც ისე მცდარია.