პოპულარულმა სპორტულმა ბრენდმა Adidas თავისი შემოდგომა/ზამთრის კამპანია „Superstar“ დაიწყო, რომელიც კონცენტრირებულია „მომავლის სტილზე“. კამპანიაში შვედმა მოდელმა და ფოტოგრაფმა არვიდა ბიშტრიომ მიიღო მონაწილეობა. შვედი ქალბატონი ცნობილია, იმით, რომ ის მუდამ ებრძვის სტერეოტიპებს და ქალების მხრიდან „ზედმეტი“ თმის მოცილების სასტიკი წინააღმდეგია, ადიდასის ახალ კამპანიაშიც შესაბამისად პოზირებს. ცნობილი სპორტული ბრენდის ამ ნაბიჯს კი ინტერნეტ სივრცეში დიდი კრიტიკა მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ფოტოების გავრცელებისთანავე ადიდასის მიმართ საკმაოდ უარყოფითი და შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება დაიწყეს, რაც ბრენდის სახელთან დაკავშირებულ დიდ სკანდალად იქცა.