სანამ ბრედ პიტი ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას, ჯოლი ჰორიზონტებს აფართოვებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავი საკუთარი სახელით სამკაულის გამოშვებას აპირებდა. იუველირ რობერტ პროკოპთან ჯოლიმ და პიტმა 2009 წელს ითანამშრომლეს. მაშინ, ბრედმა ქორწილისთვის საქორწილო ბეჭედი დაუკვეთა.
ბეჭედმა ანჯელინა იმდენად მოხიბლა, რომ ორი წლის შემდეგ რობერტთან თანამშრომლობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა. პროკოპმა ახალ კოლექციას ჯოლის სახელი დაარქვა, გულშემატკივრები კი სამკაულს დიდი სიამოვნებით ყიდულობდნენ.
ახლა მსახიობმა საიუვილერიო საქმიანობის განახლება გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ რობერტმა 888 კარატიანი ყელსაბამი შექმნა, რომელიც 104 კარატიანი საფირითაა გაფორმებული. სამკაული 5 მილიონი დოლარი ღირს და მისი სახელია "ჯოლის ვარსკვლავი".